სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური იყო - თაკო ჩარკვიანს დარბაზი დაატოვებინეს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური იყო.

"კანონი და სამართლის" დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

მანამდე ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, მიხეილ სარჯველაძეს შეაწყვეტინა, რის გამოც ჩარკვიანს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს.

"უკვე მესამედ მოგეცით შენიშვნა, ქალბატონო თამარ; გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი. მგონი, ეს გინდოდათ თქვენც და დატოვეთ დარბაზი! ", - მიმართა თავმჯდომარემ ჩარკვიანს.

პასუხად თამარ ჩარკვიანმა აღნიშნა - "ისედაც, წულუკიანის მოსასმენად ხომ არ დავრჩებოდი?!"

ცნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს