დავით ბერძენიშვილი - ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გაბედავს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციას, იმიტომ, რომ ძალიან მწარედ დაისჯება

ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გაბედავს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ხელისუფლებაში ყოფნას, იმიტომ, რომ ის ძალიან­ მწარედ დაისჯება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის თქმით, ყველა ის პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შევა, გაკოტრდება.

„99.9%-ით ასე იქნება. ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში შეეცდებიან კოალიციის ჩამოყალიბებას და არა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ამის ალბათობა არის განუზომლად მაღალი, ვიდრე საპირისპირო შემთხვევისა. თუ ოპოზიციური ამომრჩეველი ხმას აძლევს გაერთიანებულ, სამი ფლანგით მიმავალ ოპოზიციას და არ დაიკარგება ოპოზიციური ხმები, ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გაბედავს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ხელისუფლებაში ყოფნას, იმიტომ, რომ ის ძალიან მწარედ დაისჯება. მომდევნო წელს თვითმმართველობის არჩევნებია და საერთოდ გაკოტრდებიან ასეთი პარტიები. მე არ ვარ ასეთი დაბალი აზრის და ასეთი საზიზღარი არ მგონია არცერთი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პარტია გახარიას პარტიიდან დაწყებული „ნაციონალური მოძრაობით“ დამთავრებული. შუაში კიდევ შუაშისტების დიდი გაერთიანება“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილი გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „საქართველოსთვის" ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის წითელი ხაზია.

ბერძენიშვილის თქმით, გახარიას პარტია წინასაარჩევნოდ „ოპოზიციურ მინდორზე“ ხმების მოპოვებას ცდილობს და სინამდვილეში „"ნაციონალური მოძრაობა" მათთვის ყვითელი ხაზია“.

„მოდი ფაქტებით ვილაპარაკოთ, გახარიას პარტიის ესა თუ ის წევრიც ამ ფაქტებს ვერ უარყოფს, ფაქტი ჯიუტია. გახარიას პარტიის წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარეები რომ გახდნენ რამდენიმე ადგილას, ვისი ხმებით გახდნენ, „ნაციონალების“ თუ „ქართული ოცნების“? მათ ითანამშრომლეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამიტომ რა არის წითელი ხაზი, ეს ძალიან მარტივად მოწმდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ყვითელი ხაზია მათთვის. საარჩევნო კამპანიის დროს ცდილობენ ხმები მოიპოვონ ოპოზიციურ მინდორზე. ამბობენ, რომ ყველზე უფრო მკვეთრი მაკრიტიკებლები არიან „ნაციონალური მოძრაობის“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია