დმიტრო კულება - მთავრობაში ცვლილებები პარტნიორებთან ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მთავრობაში ცვლილებები პარტნიორებთან ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს.

„ჩვენ შეიძლება გუნდის შიგნით ტაქტიკის შესახებ ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ ყველანი სტრატეგიული მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული, რასაც უკრაინაში რუსეთის დამარცხება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა წარმოადგენს. აღნიშნული სტრატეგიული მიზნის შესახებ არანაირი დისკუსია არ მიმდინარეობს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება აქვს და თუ საჭიროდ ჩათვლის უკრაინის არმიის მთავარსარდლის გადაყენება შეუძლია.

შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენებასა და უკრაინის ხელმძღვანელობის გადატვირთვაზე ფიქრობს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო