დედაქალაქს პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი დაუბრუნდება

დედაქალაქს ნევროლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი დაუბრუნდება. შესაბამისი ღონისძიებების გატარება თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს ანდრია ბასილაიას დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაავალა.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ეზოში აღნიშნული ბიუსტი 1988 წელს განთავსდა, ხოლო დაწესებულების ადგილმდებარეობის ცვლილების შემდეგ, მისი დემონტაჟი განხორციელდა. მინდა, მივმართო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას: როგორც ვიცი, აღნიშნული ბიუსტი „ნიუ ჰოსპიტალსს“ აქვს, მათი მხრიდანაც არის მზაობა მისი განთავსებისთვის -დავიწყოთ მუშაობა, რათა ურთიერთშეთანხმებით, ქალაქს საზოგადო მოღვაწის ბიუსტი დაუბრუნდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის თქმით, პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ქუჩაზე, ვაშლიჯვრის დასახლებაში, შესაბამისი საინფორმაციო დაფა განთავსდება.

„ასეთ ადამიანებს სჭირდება პატივისცემა, დაფასება და ჩვენი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ვფიქრობ, აუცილებელია“, - აღნიშნა მერმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა