ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 13 საჯარო სკოლაში შეფერხდა, სასწავლო პროცესი არ განახლებულა ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის 7 და ქედის მუნიციპალიტეტის 7 სკოლაში

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 13 საჯარო სკოლაში შეფერხდა. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის 7 და ქედის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში არ განახლდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე რთული ვითარება ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არის, სადაც მეწყრული პროცესი განვითარდა.

ადგილზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები, რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

პარალელურად უხვი ნალექისგან შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს