ირაკლი კობახიძე - ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია - არავითარი ინტერესი არ მაქვს ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი

ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ამავდროულად, გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ მიმართა.

კობახიძის თქმით, მას არავითარი ინტერესი არ აქვს ვინმეს კორუფციულ საქმიანობას ხელი დააფაროს.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა ერთი რამე გითხრათ, არასდროს, არცერთი კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად, ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიდგომა, რომელსაც მითუმეტეს არავითარი ინტერესი არ აქვს. 3 მილიარდი დოლარი აქვს მას დახარჯული მარტო ქველმოქმედებაზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და არავითარი ლოიალობა არ იქნება გამოვლენილი ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ