თავდაცვის ახალი მინისტრი ლელა ჩიქოვანის გათავისუფლებაზე - არავინ არაფერს შესწირვია - ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კონსულტაციების საფუძველზე მე მივიღე

ხაზს ვუსვამ, არავინ არაფერს შესწირვია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე კონსულტაციების საფუძველზე, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტის კითხვას, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს ჰკითხეს, საგამოძიებო უწყებების მხრიდან თუ გახდება შესწავლის საგანი ლელა ჩიქოვანის მიერ აშშ-ში ნაყიდი სახლი. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს მისი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.

„ლელა ჩიქოვანთან მე მქონდა საუბარი. მას მადლობა ვუთხარი გაწეული საქმიანობისთვის. იცით, რომ ლელა ჩიქოვანის საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობით, მას ძალიან დიდი ისტორია აქვს სახელმწიფო სამსახურის. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გარკვეული შესაძლებლობები, სადაც ლელა ჩიქოვანის გამოყენება შეიძლება. რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, ამ შინაარსის სხვა საკადრო ცვლილებები ჯერჯერობით არ იგეგმება...

არავინ არაფერს შესწირვია, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა. მეორე მხრივ მინდა გითხრა, როდესაც ახალი მინისტრი ინიშნება კონკრეტულ თანამდებობაზე, მისი მოადგილეები ასევე არიან გათავისუფლებული. მე წარვადგინე სხვა შემადგენლობა, დამატებითი წარდგენები კიდევ იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, არავინ არაფერს შესწირვია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე კონსულტაციების საფუძველზე“, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის შვილი თავდაცვის უწყებაში რჩება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია