ბენიამინ ნეთანიაჰუ - ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ზეწოლის სრულ გამარჯვებამდე გაგრძელებით

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰიდან ორი მძევლის გათავისუფლებას მიესალმება და აცხადებს, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მძევლების დასაბრუნებლად.

"ფერნანდო და ლუი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში. მივესალმები ჩვენს მამაც მეომრებს იმ მამაცური მოქმედებისთვის, რამაც გამოიწვია მათი გათავისუფლება. ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ზეწოლის სრულ გამარჯვებამდე გაგრძელებით. არ გავუშვებთ ხელიდან არანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ისინი სახლში დავაბრუნოთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი 7 ოქტომბერს კიბუც ნირ იცხაკიდან გაიტაცეს. ისრაელის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ამჟამად ღაზაში 130 მძევალი იმყოფება, მათ შორის არიან გარდაცვლილებიც.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო