ანალენა ბერბოკი - ისრაელმა რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო დერეფნებით უნდა უზრუნველყოს

ისრაელმა რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო დერეფნებით უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ისრაელის მთავრობის მიერ რაფაჰში დიდი სახმელეთო სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ გაკეთებული განცხადებით“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ანალენა ბერბოკი ბერლინში პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, რიად ალ-მალიკის შეხვდა.

„რა თქმა უნდა, სრულიად ნათელია, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წარმოუდგენლად დიდი ქსელი რაფაჰშიც მოქმედებს. თუკი რაფაჰში ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო დერეფნებით უზრუნველყოფა ისრაელის არმიის პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს