მედია - მძევლების გათავისუფლების საკითხზე კაიროში გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული და სერიოზული იყო

მძევლების გათავისუფლების საკითხზე კაიროში გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული და სერიოზული იყო, მაგრამ ჯერჯერობით არ მომხდარა ისეთი გარღვევა, რომელიც საბოლოო შეთანხმების მიღწევას გამოიწვევდა, - ამის შესახებ CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეკომპანიის წყაროების განცხადებით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

მათი განმარტებით, მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებში მხარეებს შორის უთანხმოების გამორჩეული სფეროა პალესტინელი პატიმრების თანაფარდობა მძევლებთან, რომლებიც შეთანხმების ფარგლებში უნდა გათავისუფლდნენ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ კონტრწინადადება წარადგინა, რომელიც მოიცავდა მოწოდებას ისრაელის ციხეებში მყოფი ყველა პატიმრის, მათ შორის ქალების, ბავშვების, მოხუცების და ავადმყოფების გათავისუფლების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, კაიროში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ უილიამ ბერნსს, „მოსადის“ ხელმძღვანელ დევიდ ბარნეას, კატარის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანსა და ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ღაზაში ზავის მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები