პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ წევრებმა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, გაზრდილ სამედიცინო საფასურთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს

პარტიის "ანა დოლიძე-ხალხისთვის" წევრებმა კონკურენციის ეროვნულს სააგენტოს, გაზრდილ სამედიცინოს საფასურთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს.

პარტია „ხალხისთვის“ მდივანი, მარიამ კუკავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს, რადგან დიდი თანხების გადახდა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ შეუძლია.

„ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებაში კრიტიკულად გაზრდილია ფასები, ამასთან დაკავშირებით პარტია „ხალხისთვის“ წევრები მოვედით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, საიდანაც გამოვითხოვთ ინფორმაციას, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო და ჩვენ დაველოდებით მათგან პასუხს. ფაქტობრივად ყოველდღე ჩვენი მოქალაქეებისაგან შემოგვდის წერილები, რომ სამედიცინო მომსახურება არის კრიტიკულად გაზრდილი. ადამიანს, რომელსაც 300-500 ლარი აქვს ხელფასი და ის იძულებულია ავადმყოფობის დროს გადაიხადოს 80 ლარი ექიმთან ვიზიტში, რა თქმა უნდა, ეს მისთვის შეუძლებელია, სწორედ, ამიტომ არის საქართველოში, რომ ავადმყოფობით მრავლად ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. პარტია „ხალხისთვის“ ამ პრობლემას მივყვებით ბოლომდე. დაველოდებით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პასუხს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ამასთან დაკავშირებით“, - აცხადებს პარტია „ხალხისთვის“ მდივანი, მარიამ კუკავა.

აღნიშნულ ინფორმაციას ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს