ლევან ხაბეიშვილი - მაღალმთიან აჭარაში ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობაა - თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა დასჭირდება, აჭარის ხელისუფლება იქნება თუ ადგილობრივი თვითმმართველობა, მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს

სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება. ამის პარალელურად ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი და უზრუნველყოფილები დახმარებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე მაღალმთიან აჭარაში არსებულ სტიქიურ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ საჭირო იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მზად არიან ჩაერთონ პროცესში და მოქალაქეებს დაეხმარონ პრობლემების მოგვარებაში.

„კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო სტიქიით დაღუპულთა ოჯახებს და მინდა კონკრეტული ინფორმაციის შესახებ ვამცნო მათ შორის ხელისუფლებას. მაღალმთიან აჭარაში ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობაა. უმძიმესი რეალობაა ხულოში, შუახევში, ქედაში, სადაც ფაქტობრივად ახლაც მძვინვარებს სტიქია. ასობით მოქალაქე ელოდება ხელისუფლების მხრიდან მზრუნველობას, დახმარებას და მათთვის უსაფრთხო ადგილის შეთავაზებას. ამ წუთსაც რამდენიმე ასეული ოჯახი ცხოვრობს ისეთ სახიფათო ადგილას სტიქიის ზონაში, სადაც ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის არის სახიფათო. უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და შესაბამისად ამ ადამიანებს გაუწოდოს დახმარების ხელი.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება. ამის პარალელურად ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი და უზრუნველყოფილები დახმარებით. არა ისეთით, რასაც ხშირ შემთხვევაში აკეთებს ხოლმე ხელისუფლება, არამედ ღირსეულად დაეხმარონ ამ ადამიანებს, რომ გააგრძელონ ამ ადამიანებმა ცხოვრება ღირსეულ პირობებში.

ჩვენი აჭარის ორგანიზაცია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი წარმომადგენლობა, ადგილობრივ თვითმმართველობებში, იქნებ ეს შუახევი, ხულო თუ ქედა, ცხადია მზად ვართ, ჩვენი მოქალაქეების გამო მათთან ერთად ვიმუშაოთ, მათ დავეხმაროთ ამ პრობლემების მოგვარებაში. თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა დაჭირდება, აჭარის ხელისუფლება იქნება თუ ადგილობრივი თვითმმართველობა, მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა