მამუკა მდინარაძე - ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კამათშიც და საქმეშიც მოგებული დავრჩით - ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იქნება, ჩვენ კი ვიმუშავებთ

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კამათშიც და საქმეშიც მოგებული დავრჩით - კამათში მოგება იმაში მდგომარეობდა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ხოლო საქმეში მოგება მდგომარეობდა იმაში, რომ საქმე პედანტურად გადაწერით კი არ გავაკეთეთ, რეკომენდაციები შევასრულეთ, ხოლო სადისკუსიო-საკამათო საკითხები ქართული ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ახლაც საქმეს აკეთებს, ოპოზიცია კი, საბოტაჟის რეჟიმშია.

როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ერთი მხარე ერთი მხრივ მუშაობს, საქმეს აკეთებს და მეორე მხრივ, გიენური თავდასხმების მოგერიება უწევს.

„საქმეს „ქართული ოცნება“ აკეთებს. გუშინ გავათენეთ - ამ თემაზე პარტიის ოფისში შევიკრიბეთ, პუნქტობრივად გავდიოდით, რასთან დაკავშირებით რას ვაკეთებთ, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რისი პრეცედენტი არ არსებობს, რაზე შევეკამათოთ, რაზე დისკუსია უნდა გავმართოთ, რაზე უნდა დავეთანხმოთ, რა უნდა შევასრულოთ. პრინციპში ყველაფერი სრულდება ხოლმე, თუ რაიმე მსოფლიოში უპრეცედენტო არ არის. ჩვენ ყველა პუნქტს ზედმიწევნით ვასრულებთ. იმავდროულად, მაღალი სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვდივართ. მეორე მხრივ, სულ გვაქვს სპეკულაციები, ნიშნის მოგება, ტყუილები და ამ ტყუილებზე აგებული ნარატივები. ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იქნება. ჩვენ ვიმუშავებთ, მათაც მოვიგერიებთ და საქმესაც გავაკეთებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის