მოსკოვის პროკურატურა საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

მოსკოვის პროკურატურა საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. ამის შესახებ განცხადება ქალაქ მოსკოვის პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში ალექსეი ნავალნის სახელი არ არის ნახსენები, თუმცა საპატიმროში მისი გარდაცვალების შემდეგ რუსეთის რამდენიმე ქალაქში - მოსკოვში, ნოვოსიბირსკში, ყაზანში, ულიანოვსკში - მოსახლეობამ ყვავილები მიიტანა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლებთან.

„ინტერნეტში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, პირთა გაურკვეველი წრისადმი გავრცელებულ მოწოდებებთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღონ მოსკოვის ცენტრში მასობრივ აქციაში, მოსკოვის პროკურატურა საჭიროდ თვლის კანონის დარღვევის მიუღებლობის შესახებ გაავრცელოს გაფრთხილება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა რუსეთის კანონით აკრძალულია და ადმინისტრაციულ უფლებადარღვევად ითვლება, რომელმაც შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიწვიოს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო