უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.

„ავიივკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ“, - ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში.

ალექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს.

„ავდიივკას მაინც დავაბრუნებთ“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია