მიხეილ სარჯველაძე - მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და თან ვაჭრობას არ შეწყვეტს - თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც თქვეს, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო, ახლა უბრალოდ მათემატიკაში გაიჭედნენ

„ლელოში“ თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც განაცხადეს პენსიებზე, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო. ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მამუკა ხაზარაძის ლოგიკას მივყვებით, შეუძლებელი ხდება არათუ პენსიის გაზრდა, არამედ არსებული პენსიის დაფინანსება შეიძლება გახდეს პრობლემა.

„ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და თან ვაჭრობას არ შეწყვეტს. თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც თქვეს, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო. ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში. სანქციები რომ დავუწესოთ რუსეთს, ეს გამოიწვევს 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას. პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება არათუ პენსიის გაზრდა, არამედ არსებული პენსიის დაფინანსება შეიძლება გახდეს პრობლემა, თუ მივყვებით იმ ლოგიკას, რაც აქვს ბატონ ხაზარაძეს. მგონი გასაგებია, რომ ის იტყუებოდა, უბრალოდ ახლა გამოაშკარავდა მისი ტყუილი და შესაბამისად, ამ გზით თავდაცვა უწევს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა