მამუკა მდინარაძე -  არანაირ ირიბ თუ პირდაპირ გადახვევას, საქართველოს კონსტიტუციიდან, ევროპული პრაქტიკიდან, აღარ ვაპირებთ - 19 აპრილის შეთანხმება იყო ერთი პრეცედენტი, როდესაც ეს გადახვევა დავუშვით

დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ამას არაერთგზის იმეორებდა ხოლმე და დღესაც იმავეს იმეორებს და ჩვენ ბუნებრივია, ამ პოლიტიკის მომხრე ვართ: არანაირ გადახვევას, ირიბს თუ პირდაპირს, საქართველოს კონსტიტუციიდან, ევროპული პრაქტიკიდან, იქიდან, რაც არის სწორი და იმავდროულად გამოდის ეროვნული ინტერესებიდან - აღარ ვაპირებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 19 აპრილის შეთანხმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ ერთადერთი პრეცედენტი დაუშვა, როდესაც კონსტიტუციიდან გადაუხვია და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა, ამ დათმობის მიუხედავად, რადიკალურმა ოპოზიციამ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა.

„19 აპრილის შეთანხმება იყო ერთი პრეცედენტი, როდესაც ეს გადახვევა ჩვენ დავუშვით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ დაშვებამ, ვერანაირი დასკვნები ვერ გამოატანინა ჩვენს ოპონენტებს. რადიკალური ოპოზიციიდან, „ნაცმოძრაობიდან“ არც ერთ მათგანს არ მოფიქრებია, რომ 100 დღის განმავლობაში, ამ ჩვენი დათმობების მიუხედავადაც კი, ხელი მოეწერათ ამ დოკუმენტისათვის - ერთგვარი „კავკასიური ცარცის წრე“ იყო. ამ შემთხვევაში, ძალიან კარგად იცით, როგორ ჩავყევით ამ „კავკასიურ ცარცის წრეს“, მაგრამ აღარ მგონია და პირიქით, წარმოუდგენელია, რომ ამგვარი სიტუაცია კიდევ გვქონდეს, იმიტომ, რომ მყარად ვდგავართ ფეხზე. სახელმწიფომ და ხალხმა გამოიტანა სწორი დასკვნები ამ ყველაფრიდან და კონსტიტუციიდან გადახვევა ჩვენც რომ მოვინდომოთ, ხალხი აღარ გვაპატიებს და არც ვაპირებთ ამას. ეს პრინციპული დამოკიდებულება გამომდინარეობს არასწორი პრაქტიკიდან, რომელიც თავის დროზე, იყო დაშვებული, მაგრამ ამან დასკვნები ვერ გამოატანინა მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ძალა, რადიკალური ოპოზიცია დაერწმუნებინათ, რომ "ქართული ოცნების" ამ დათმობების მიუხედავად და პარალელურად, მათ ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე”, - განაცხადა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო