გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.

თიბისის ტექსკოლაში 2024 წლის გაზაფხულის სემესტრზე მოსწავლეთა მიღება დაიწყო. კურსები, რომლებიც აქამდე, მხოლოდ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა უკვე მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მსურველებს გთავაზობთ შეისწავლოთ მომავლის პროფესიები.

კურსებზე რეგისტრაცია 20 თებერვალს იწყება და 3 მარტის ჩათლით გაგრძელდება.

არ გადადო, აირჩიე შენთვის სასურველი კურსი და გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე:

თიბისიმ, ტექსკოლა გასულ წელს დააარსა და მას უკვე 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. სასწავლო პროგრამები ჯეოლაბთან პარტნიორობით შეიქმნა და განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. ტექსკოლის კურსების გავლის შემდეგ, თიბისი გაძლევთ შესაძლებლობას სწავლა უკვე თიბისის IT აკადემიაში გააგრძელოთ.

თიბისის თავისი საგანმანათლებლო მიმართულებებით, იქნება ეს - ტექსკოლა, IT აკადემიის პროგრამები თუ თიბისის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები, ქმნის პლატფორმებს, რომლებიც სხვადასხვა ასაკის და ინტერესის ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ ახალ პროფესიებს ან გაიღრმაონ ცოდნა სასურველი მიმართულებით.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი