ლევან ხაბეიშვილი - 2023 წელს დედაქალაქში 111 მილიონი ლარი ივანიშვილის პარტიამ და კალაძემ ჯარიმებით მოიპარა - კალაძემ დამატებით 100 შტატი დაამატა, რომ 2024 წელს დამატებით 10 მილიონი ლარის ჯარიმა დაწეროს

2023 წელს დედაქალაქში 111 მილიონი ლარის ფული ივანიშვილის პარტიამ და კალაძემ ჯარიმებით მოიპარა - კალაძემ დამატებით ასი შტატი დაამატა, რომ 2024 წელს დამატებით 10 მილიონი ლარის ჯარიმა დაწეროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ივანიშვილი და კალაძე ასეთ კაბალურ პირობებში ხალხს კანონის სახელით ძარცვავენ და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს“.

„2023 წელს მხოლოდ დედაქალაქში 111 მილიონი ლარის ჯარიმა დაწერეს, 2012 წელს 20 მილიონი ლარი თბილისს ჯარიმებიდან და საურავებიდან შესდიოდა, ამის შემდეგ გახდა უკვე 25 მილიონი, 2017 წელს 27 მილიონი იყო, როცა კალაძე გახდა მერი, ძალიან სწრაფადვე 32 მილიონი გახადა, შემდეგ 65 მილიონი გახდა და ახლა უკვე 2023 წელს თქვენი ჯიბეებიდან 111 მილიონი ლარი გამოიღო ივანიშვილის პარტიამ და კალაძემ. კიდევ დამატებით ასი შტატი დაამატა კალაძემ, რომ 2024 წელს 10 მილიონი ლარის ჯარიმა დამატებით დაიწეროს, ეს უნდა შევცვალოთ, რადგან ამას ივანიშვილი ხალხს არ დაჰპირებია, ივანიშვილმა და კალაძემ ხალხი მოატყუა, ამის შეცვლა, ცხადია, შეიძლება. როდესაც ასე კაბალური პირობებში ადამიანებს ძარცვავენ კანონის სახელით, ეს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო