რატი იონათამიშვილი თემურ ჯანაშიას განცხადებაზე „რევოლუციური წინა პროცესის“ შესახებ - ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო

ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას, რომ „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში“.

იონათამიშვილი ჯანაშიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ინფორმაციისთვის, თეიმურაზ ჯანაშიას თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის.

„ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის მინისტრი {რადოსლავ სიკორსკი} პირდაპირ მიუთითებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მიიღოს პოლიტიკურ, ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში მონაწილეობა“, - აღნიშნა ჯანაშიამ „მთავართან“ საუბარში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს