გია ცაგარეიშვილი - ვერანაირი ჯანაშიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები, ხელისუფლებას ვერ დაამხობენ - თუ ამას გაიგებენ, ძალიან კარგი იქნება, თუ ვერ გაიგებენ - მათთვისაა ცუდი

რა სპეცსამსახურებიც არ უნდა იყვნენ ჩართული, როგორი აგენტურაც არ უნდა მუშაობდეს ამ ქვეყანაში, ვერანაირი ჯანაშიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები, ხელისუფლებას ვერ დაამხობენ - თუ ამას გაიგებენ, ძალიან კარგი იქნება, თუ ვერ გაიგებენ - მათთვის ცუდი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ცაგარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას, რომ „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში“.

მისივე თქმით, "ვერავითარი რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები, ხელისუფლების დამხობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება, ვინც არ უნდა იყოს ამაში ჩართული ქვეყნის შიგნიდან, თუ მის ფარგლებს გარედან".

"რევოლუციების მოწყობის დიდი გამოცდილება აქვს ამ საზოგადოებას, ძალისმიერი მეთოდების გამოყენების დიდი გამოცდილება აქვს ამ საზოგადოებას, სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევის და განხორციელების დიდი გამოცდილება აქვთ ამ ადამიანებს, ასე რომ, ეს გამოცდილება არსად წასულა. ეს ისტორიული მეხსიერება მათში ღრმად არის აღბეჭდილი, ასე რომ, ეს გეგმები მე დარწმუნებული ვარ მათ თავებში იხარშება", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თეიმურაზ ჯანაშიას თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის.

„ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის მინისტრი {რადოსლავ სიკორსკი} პირდაპირ მიუთითებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მიიღოს პოლიტიკურ, ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში მონაწილეობა“, - აღნიშნა ჯანაშიამ „მთავართან“ საუბარში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო