ირაკლი კობახიძე  - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის უკვე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა - გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება წლის ბოლომდე

ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს, რეალურად აჩვენა ის, რომ პროგრესი გვაქვს ძალიან კარგი, ტენდენცია არის ძალიან კარგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო წელსვე გადავიდეს ახალ ეტაპზე, რაც არის უკვე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნა.

„ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დაფიქსირდა ძალიან მეგობრული განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. შესაბამისად, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება ამ წლის ბოლომდე", - განაცხადა პრემიერმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა