გაერთიანებული სამეფო ისრაელში იარაღის ექსპორტის შეჩერებას განიხილავს, თუ რაფაჰში შეტევა განხორციელდება

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, შესაძლოა, ისრაელში იარაღის ექსპორტის ლიცენზირება შეაჩეროს, თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაჰზე პოტენციურად დამანგრეველ სახმელეთო შეტევას დაიწყებს, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემა სამინისტროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუხედავად იმისა, რომ იარაღის ექსპორტის ლიცენზიების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია სწრაფად უპასუხოს, თუ მინისტრებს იურიდიულ რჩევას მისცემენ, რომ ისრაელი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს.

ცნობისთვის, იმ ქვეყნებს, რომლებიც ისრაელს მოუწოდებენ, რაფაჰში სახმელეთო შეტევის დაწყებაზე უარი თქვას, გაერთიანებული სამეფოც შეუერთდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ვერ ხედავს, როგორ შეიძლება განხორციელდეს შეტევა რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის და სახლების განადგურების გარეშე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები