ნათია თურნავა - პროცენტების შემცირება მოხდება იმ პენსიონერებისთვის,  ვისაც სესხი აღებული აქვს  2023 წლამდე - საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდეს იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ლიბერთი ბანკის" გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცენტის შემცირება შეეხება როგორც ოვერდრაფტებს, ასევე ჩვეულებრივ სესხებს და საუბარია საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებულ სესხებზე.

„პროცენტების შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს 2023 წლამდე. ჯამში, საუბარია 150 ათასზე მეტ სესხზე, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია. ვფიქრობ, „ლიბერთი ბანკის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია და აღსანიშნია, რომ ამავდროულად თვითონ „ლიბერთი ბანკის" ფინანსურ მდგომარეობას არ გააუარესებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სებ-ი ინტენსიურად იმუშავებს „ლიბერთი ბანკთან" კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესზე, თუ რომელი თარიღიდან ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება და რა წესით მოხდება პროცენტების შემცირება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს