სანდრო რაქვიაშვილი - იმედია, ტექნიკურ გაუგებრობად დარჩება და არ დავიწყებთ ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას - ეს დამთავრდება იმით, რომ გავაუარესებთ ურთიერთობას ევროპელებთან და ამერიკელებთან

იმედია, ტექნიკურ გაუგებრობად დარჩება და არ დავიწყებთ მართლა ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდება იმით, რომ ჩვენ გავაუარესებთ ურთიერთობას ევროპელებთან და ამერიკელებთან, - ასე ეხმაურება „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო რაქვიაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „სტრატეგიულ პარტნიორებთან პრიორიტეტები მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა - რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ვხედავთ დიდ ინტერესს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით“.

სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ჩინეთი რუსეთის პარტნიორია, "ამიტომ ჩვენი მტრის პარტნიორთან ურთიერთობის დალაგება და მათი შექება სწორი არ არის".

„სამწუხაროდ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ არის გამჭვირვალე და პრინციპებს არ ეყრდნობა პროგნოზი რომ გავაკეთოთ. გვიწევს მკითხაობა რაღაც ნიშნების მიხედვით. რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა ამაში არის, რომ პრიორიტეტს ანიჭებ ჩინეთის ელჩს. წინა პრემიერმა რაღაც სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო ჩინეთთან, ისიც ვერ მივხვდი რას ნიშნავს, რით განსხვავდება ეს ე.წ. პარტნიორობა ჩინეთთან იმისგან, რაც აშშ-თან გვაქვს. არასასიამოვნო მომენტია და იმედია ეს ტექნიკურ გაუგებრობად დარჩება და არ დავიწყებთ მართლა ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდება იმით, რომ ჩვენ გავაუარესებთ ურთიერთობას ევროპელებთან და ამერიკელებთან.

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება აშშ-ზე დგას. მეც შეიძლება ბევრი რამე არ მომწონდეს დასავლეთში, მაგრამ ძალიან საშიში იქნება დავიწყოთ გარჩევა, ამერიკელებმა როგორი განცხადება გააკეთეს. ჩინეთისგან ვერანაირ დაცვის ვერასდროს ვერ მივიღებთ. რუსეთის პარტნიორები არიან ფაქტობრივად. ჩვენი მტრის პარტნიორთან ურთიერთობის დალაგება და შექება, მე მგონი არ არის სწორი. ძალიან სამწუხაროა, რომ წვრილმანი განცხადებების გამო, რომელიც შეიძლება იყოს ორ ქვეყანას შორის, ამის გამო პრიორიტეტები იცვლება საგარეო პოლიტიკაში“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან