დევიდ კამერონი - დასავლეთს უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისი არ გაუკეთებია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი მიიჩნევს, რომ დასავლეთს საკმარისი არ გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად.

„ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში, კითხვაზე, გააკეთეს თუ არა პარტნიორებმა ყველაფერი, რაც შეეძლოთ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო მინისტრმა უპასუხა: „მოკლე პასუხი არის არა, ჩვენ საკმარისი არ გაგვიკეთებია“.

„ბევრი დადებითი ცვლილებაა. მაგრამ საკმარისი გავაკეთეთ ერთად? არა. უკრაინას არ აქვს საკმარისი ჭურვები. უკრაინას სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა. უკრაინას სჭირდება მეტი დაფინანსება, ისევე როგორც იარაღი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ნათქვამის ერთგული, ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, გვჯერა უკრაინელების. მაშინ ეს უნდა დავამტკიცოთ იარაღით, ფულით, დიპლომატიური, სამხედრო და მორალური მხარდაჭერით“, - აღნიშნა დევიდ კამერონმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს