პაველ ჰერჩინსკი - დეოლიგარქიზაცია ეხება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას გავლენიანი მდიდარი ბიზნესმენებიდან მომდინარე სხვადასხვა ზეწოლის მიმართ მედეგს გახდის

დეოლიგარქიაცია ეხება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას გავლენიანი მდიდარი ბიზნესმენებიდან მომდინარე სხვადასხვა ზეწოლის მიმართ მედეგს გახდის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დეოლიგარქიზაცია 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია. ჩვენ დეოლიგარქიზაცია სისტემურად გვესმის, რაც ასევე ძალიან ნათლად განაცხადა ვენეციის კომისიამ. ეს ეხება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გახდის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას მედეგს გავლენიანი მდიდარი ბიზნესმენებიდან მომდინარე სხვადასხვა ზეწოლის მიმართ და რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული სამსახური არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი და იმედი გვაქვს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მნიშვნელოვნად გაძლიერდება“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი და მისი რეკომენდაციების განხილვა სერიოზულად უნდა მოხდეს ყველა რეფორმასთან დაკავშირებით.

„ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი და ყოველთვის ვიმეორებთ, რომ უნდა მოხდეს კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, მათი რეკომენდაციებს ძალიან სერიოზულად უნდა განიხილებოდეს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ასე იქნება, როცა საუბარია ანტიკორუფციულ ბიუროზე, ისევე როგორც სხვა რეფორმებზე, რომელსაც საქართველო 9 ნაბიჯის შესრულების მიზნით ახორციელებს“, - აღნიშნა ელჩმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა