მამუკა მდინარაძე - კოლექტიურ „ნაცებს“, ნინო ლომჯარიას პირით, მოუწია ისტორიული აღიარების გაკეთება, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა რადიკალური ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს

რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცებს“, ნინო ლომჯარიას პირით მოუწიათ ძალიან დიდი და შეიძლება ითქვას, ისტორიული აღიარების გაკეთება იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა რადიკალური ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ნინო ლომჯარიას "ფეისბუქ სტატუსის" შესახებ, ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, სადაც ლომჯარია პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაზე წერს და აღნიშნავს, რომ „თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია რისკი იმისა, რომ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ, ხოლო მათი ოპოზიციურად განწყობილი ხმებს ჯამი, რომელმაც 20%-მდეც შეიძლება მიაღწიოს, ბარიერ გადალახულ პარტიებზე გადანაწილდება“.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „სწორედ ამ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ბევრი ხმა პროპორციულად გადანაწილდეს, მათ შორის, „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც აუცილებლად პირველ ადგილზე გავა“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამით ისინი აღიარებენ, რომ დანარჩენი ყველა პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ ვერცერთი მათგანი უახლოვდება ხუთ პროცენტიან ბარიერს.

„რადგან ისინი [ოპოზიცია] აღიარებენ, რომ გადაუნაწილებელი ხმები თუ მანდატები იქნება ძალიან ბევრი, ე.ი აღიარებენ, რომ დანარჩენი ყველა პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ ვერცერთი მათგანი უახლოვდება ხუთ პროცენტიან ბარიერს. ამ შემთხვევაში სწორია მოცემულობა, რომ გადაუნაწილებელი მანდატი იქნება ბევრი, მხოლოდ ამაში ვეთანხმები ნინო ლომჯარიას. ისინი როგორ იმოქმედებენ, შეცვლიან გეგმას და „ნაცმოძრაობის“ ოცი პროცენტის ზემოთ, ე.წ. შუა ხმებზე, დარჩენილ ოც პროცენტზე, რა გზით იმუშავებენ, გაერთიანებით თუ კიდევ უფრო დაქსაქსვით, ეს მათი საქმეა“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის