პაატა მანჯგალაძე - ერთგვარი „ვეტინგი“ მოგვიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ

ერთგვარი „ვეტინგი“ მოგვიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერის დეკლარაციის შესწავლას იწყებს.

მანჯგალაძის თქმით, როცა ადამიანი კეთილსინდისიერია, მას არანაირი პრობლემა არ აქვს ამასთან დაკავშირებით.

„მოქალაქის განცხადების საფუძველზე გვთხოვენ დამატებით ფინანსური ანგარიშების წარდგენას, მათ შორის ყველა საბანკო გადარიცხვის და ოჯახის ყველა წევრის. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, როცა ადამიანი არის კეთილსინდისიერი, მას არანაირი პრობლემა არ აქვს. ერთგვარი „ვეტინგი“ მოგვიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ. მე ძალიან მიხარია. ამის შემდეგ გამოაშკარავდება, რომ პაატა მანჯგალაძე არ შედის “ქართული ოცნების” და ზოგადად კორუმპირებული დეპუტატების სიაში და შესაბამისად, ადამიანის პატიოსნება და ღირსება იქნება დაფასებული“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

დეპუტატის თქმით, მან გუშინ ჩააბარა ეს მონაცემები და ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს.

ცნობისთვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასაც გეგმავს.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია