სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სუმგაითის 36-ე წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სუმგაითის 36-ე წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„1988 წლის 27 თებერვალს საბჭოთა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და სრული ნებართვის პირობებში დაიწყო სუმგაითის სომეხი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, რასაც თან ახლდა ძალადობის, სისასტიკის, იძულებითი გაუჩინარების, ქონების ჩამორთმევისა და მასიურად ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევები. მოკლეს ასობით სომეხი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, ხოლო ათასობით სომეხი კი იძულებით გადაასახლეს.

სუმგაითის ტრაგედიას მოჰყვა კიროვაბადში, ბაქოში და აზერბაიჯანის სხვა სომხებით დასახლებულ ადგილებში მცხოვრები სომხების ხოცვა-ჟლეტა. ამ ჯაჭვურმა მოვლენებმა, ისევე როგორც მანამდე ნახიჩევანის სრულმა გადასახლებამ, აჩვენა, რომ აღნიშნული დანაშაულები იყო არა შოვინიზმზე დამყარებული ძალადობის ცალკეული ეპიზოდები, არამედ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული არმენოფობიის პოლიტიკის მორიგი გამოვლინება. ამ პოლიტიკის შედეგად საბჭოთა აზერბაიჯანიდან იძულებით გადაასახლეს დაახლოებით 500 000 ეთნიკური სომეხი.

საგულისხმოა, რომ ამ მოვლენების სამიზნე იყო არა მარტო სომხური მოსახლეობა, მათ ასევე თან ახლდა მიზანმიმართული ქმედებები სომხური მემკვიდრეობისა და ზოგადად სომხური კვალის აღმოსაფხვრელად.

უკვე 21-ე საუკუნეში, სრული დაუსჯელობის პირობებში, აზერბაიჯანის იგივე პოლიტიკის გაგრძელება იყო მთიანი ყარაბაღის მკვიდრი სომხების დატერორების, არაადამიანური ბლოკადის, შიმშილით მოკვლის და საბოლოოდ ძალის გამოყენებით მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობისგან დაცლის, ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, რომელიც გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული სამი იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილებების მიუხედავად იყო დასასრულამდე მიყვანილი.

დღესაც აზერბაიჯანი აგრძელებს მის კონტროლს ქვეშ მყოფი სომხური კვალის აღმოფხვრისკენ მიმართულ პოლიტიკას, სომხური რელიგიური და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შეურაცხყოფას, ვანდალიზმის ჩადებას და განადგურებას. დღესაც უკვე სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე ქსენოფობიურ და მტრულ პოლიტიკას თან ახლავს უმაღლეს დონეზე გამოთქმული სიძულვილის ენა, მუქარა და აგრესიული რიტორიკა, რაც ხელს უშლის ხალხებს შორის მტრობის დაძლევას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

საერთაშორისო საზოგადოებამ ადეკვატური შეფასება უნდა მისცეს მომხდარ მასობრივ დანაშაულებს და აამოქმედოს ყველა არსებული მექანიზმი, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი დანაშაულების განმეორება და ხელი შეუწყოს სომხეთის გულწრფელ ძალისხმევას - სამხრეთ კავკასიაში ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“,-აღნიშნულია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სომხეთის საელჩო ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის