2023 წელს, სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“, 13 ათასზე მეტი ზარი შევიდა

სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ ნომერზე - 1481-ზე, 2023 წლის განმავლობაში 13 ათასზე მეტი ზარია შესული.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ განუცხადა, მოქალაქეებს ძირითადად, ოჯახური ძალადობის, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევის, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ბავშვთა უფლებების დარღვევის, პატიმრების უფლებების დარღვევისა და სხვა ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია აინტერესებდათ.

უფრო კონკრეტულად, თამარ გვარამაძის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში, თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის მოიცავს ძალადობასაც და სექსუალურ შევიწროებასაც, ასევე გენდერულ და ქალთა უფლებებს და ამავე კონტექსტში მოიაზრება ოჯახური ძალადობაც, „ცხელ ხაზზე“, დაახლოებით 500-ზე მეტი ზარი განხორციელდა.

მისივე თქმით, 2023 წლის განმავლობაში შემოვიდა 11 განცხადება სექსუალურ შევიწროებაზე, აქედან: საქმის წარმოება შეწყდა - 6 საქმეზე; რეკომენდაცია გაიგზავნა - 4 საქმეზე (აქედან 3 საქმეზე გადაწყვეტილება გამოვიდა 2024 წელს) მიმართვა მომზადდა - 2 საქმეზე (აქედან 1 საქმე არის 2022 წელს შემოტანილი განცხადება);

„ყველაზე შთამბეჭდავი ციფრი თემატიკაზე, რაზეც ჩვენთან, საინფორმაციო ცენტრში რეკავენ, მოგვმართავენ და გვეკითხებიან, უკავშირდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს. როგორც გითხარით, დაახლოებით 13 ათასი მომართვაა, აქედან 4 ათასამდე არის ამ თემატიკაზე. ამ მიმართულებით მოგვმართავენ როგორც პატიმრები, მათი ოჯახის წევრები, ადვოკატები. პენიტენციური დაწესებულებებიდან 2023 წელს 1700 -მდე შეტყობინებაა შემოსული. 2023 წლის განმავლობაში „ცხელ ხაზზე“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სულ 632 სატელეფონო ზარი განხორციელდა. ამაში შედის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ზარებიც. ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით კი 250-მდე შეტყობინებაა შემოსული“,- განაცხადა გვარამაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა