„საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამაში KIU-ს სტუდენტები ჩაერთნენ

„საქართველოს ბანკი“ ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა 14 უნივერსიტეტში უკვე ხორციელდება, ახლახან მათ რიცხვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც (KIU) შემოუერთდა.

აპლიკანტები პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით ფასდებიან.

KIU-ს განცხადებით, შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი.

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების და მათი შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, მათი ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი პორტფოლიო უკვე 40-ზე მეტ პროექტს ითვლის და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ამ კონტექსტში ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა პარტნიორ უნივერსიტეტებში „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიებია, რომელთა რიცხვს უკვე მეთხუთმეტე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც შეემატა. ეს არის შესაძლებლობა მიზანდასახული და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, მოიპოვონ „საქართველოს ბანკის“ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, დაეუფლონ სასურველ პროფესიას და წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა