კახა კალაძე - დეპორტირებული პირები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებას გააჩნია

დეპორტირებული პირები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებას გააჩნია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ რა პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას დეპორტირებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თუ არ აქვთ საცხოვრებელი, შეუძლიათ მიმართონ დედაქალაქის მერიას.

„ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებას გააჩნია. თუ არ აქვთ საცხოვრებელი, მაგალითად, შეუძლიათ მიმართონ დედაქალაქის მერიას. დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე ქირას უზრუნველყოფს. თუ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს ადამიანს, ის იღებს უსახლკაროს სტატუსს და მუნიციპალიტეტი გადასცემს მუნიციპალურ საცხოვრებელს, ბინით იქნება უზრუნველყოფილი. ეს პროგრამა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და წარმატებულად მიმდინარეობს. დაპირებაა, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება და ეს დაპირება შესრულებული იქნება“,- აღნიშნა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა