მამუკა მდინარაძე - დიახ, ფარმაცევტულ ბაზარზეც და სამედიცინო სექტორშიც არის მსხვილი ბიზნესინტერესები - სწორი მენეჯმენტით შეიძლება ამ რისკებთან ბრძოლა

დიახ, ფარმაცევტულ ბაზარზეც და სამედიცინო სექტორშიც არის მსხვილი ბიზნესინტერესები. დიახ, მსხვილი ინდუსტრიაა და იქ არის უმსხვილესი ბიზნესინტერესები და ბიზნესგავლენები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ რისკებთან ბრძოლა სწორი მენეჯმენტით არის შესაძლებელი. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გარკვეული პოზიტიური რეფორმების გატარება მართლაც შეძლო.

„მინიშნება დავარქვათ იმას, რომ აზარაშვილმა თქვა, მიუხედავად მსხვილი ბიზნესინტერესებისა, მე შევძელი ესა და ესაო?! ეს მინიშნებაა?! ეს სიმართლეა. დიახ, ამ სფეროში არის მსხვილი ბიზნესინტერესები. ფარმაცევტულ ბაზარზეც არის, სამედიცინო სექტორშიც არის და ამ კაცმა მართლა შეძლო გარკვეული პოზიტიური რეფორმების გატარება, მიუხედავად გავლენიანი მსხვილი ბიზნესინტერესებისა. დიახ, მსხვილი ინდუსტრიაა და იქ არის უმსხვილესი ბიზნესინტერესები და ბიზნესგავლენები. მეც გიდასტურებთ. დავუპირისპირდი ახლა კობახიძეს, თუ რა ვქენი თქვენი აზრით?! მინიშნებას ვაკეთებ კორუფციაზე?! ანუ, ორივე ტყუილია. მას მართლა ეკუთვნის მადლობა. ამ ადამიანმა მართლა იბრძოლა. იქ, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმურიც და არალეგიტიმურიც რაღაც ინტერესები ყოველთვის არის და ამას იმით კი არ ვებრძვით, რომ აბაზანებსა და საწოლში ვუვარდებით ხალხს, არამედ სწორი მენეჯმენტით შეიძლება თურმე ამის გასწორება. აზარაშვილის ქმედებებმაც და გამოქვეყნებულმა განცხადებამაც ეს დაადასტურა. სწორი მენეჯმენტით შეიძლება აი, ამ რისკებთან ბრძოლა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა