კახა კალაძე - ხაზარაძისეული პოლიტიკიდან გამომდინარე, ის და მისი ოჯახი ქვეყანაში ვერ უნდა ჩერდებოდეს და უნდა იდევნებოდნენ - რადიკალების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

ასეთი რადიკალების [მამუკა ხაზარაძის] და ზოგადად რადიკალიზმის ადგილი ქვეყანაში ნამდვილად არ არის და არც ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძეც იმავე ქმედებებით გამოირჩევა, როგორითაც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ ცნობილი.

„რაც შეეხება ხაზარაძის კამპანიას, აბსოლუტურად სამარცხვინოა აღნიშნული მუქარები და აბსოლუტურად, გაუგებარია. ადამიანი პოლიტიკაში შემოსულია, აქვს იმის სურვილი, რომ იყოს პოლიტიკოსი, რადიკალიზმით ცდილობს, იგივე ხაზია, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში აკეთებდა. ე.ი. ადამიანს თუ აქვს განსხვავებული მოსაზრება და განსხვავებული შეხედულება, ის ქვეყანაში ვერ უნდა დარჩეს და ქვეყანაში არ უნდა ეცხოვრებოდეს? ანუ დღეს ჩვენ, რომ ხელისუფლებაში ვართ, ხაზარაძისეული პოლიტიკიდან გამომდინარე, არც ხაზარაძე, არც მისი ოჯახი ქვეყანაში ვერ უნდა ჩერდებოდეს და ისინი უნდა იდევნებოდნენ. ეს არის მისეული პოლიტიკა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი რადიკალების და ზოგადად რადიკალიზმის ადგილი ქვეყანაში ნამდვილად არ არის და არც ქართულ პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება განსხვავებული მოსაზრება აქვს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს, ამ ქვეყანაში ყველას უნდა ეცხოვრებოდეს. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც დაიცავს ყველა, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ინტერესს, ქვეყნის გაძლიერებას, გაერთიანებას და განვითარებას მოახდენს“, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის