ქეთევან თურაზაშვილი - ფემიციდი, ნარკომანია და პედოფილია - იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ამ ძალიან მძიმე რეალობასთან იბრძოლოს, ფსევდო ლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებთ

ფემიციდი, ნარკომანია და პედოფილია - იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ ძალიან მძიმე რეალობასთან იბრძოლოს, ბავშვებს ასწავლოს მინიმუმ მოძალადის ამოცნობა და სხვა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, ფსევდო ლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებთ , - ამის შესახებ პარტია ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების ერთ- ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

ამასთან, დეპუტატმა პარლამენტის ტრიბუნიდან ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„2022 წელს მოკლულია 21 ქალი, 2023 წლის პირველი-ნახევრის მონაცემებით მოკლულია 13 ქალი. 2024 წლის 10 იანვარს, ქმარმა მძინარე ცოლი გამოასალმა სიცოცხლეს, 28 თებერვალს 22 წლის გოგონა საკუთარი სახლიდან რამდენიმე მეტრში წამებით მოკლეს. ამ სასტიკ მკვლელობებთან მიმართებაში ზოგან ფიგურირებს ნარკოდამოკიდებულება. ახალგაზრდების ნაწილს მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მათთვის ხელმისაწვდომია ყველანაირი ნარკოტიკი და სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შესაჩერებლად ეფექტური მექანიზმი ქვეყანაში არ გაგვაჩნია. სადარბაზოებში, ეზოებში, სკვერებში უამრავ შპრიცს წააწყდებით. მაგალითისთვის, შეგიძლიათ წერეთლის 63 ნომერს ეწვიოთ და 3 კორპუსის შორის არსებული ადგილი ნახოთ, სადაც შემზარავი სურათი დაგხვდებათ… სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი ასეთი ადგილი ამ ქალაქში. ამ ყველაფრის ფონზე, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

კიდევ უმძიმესი დანაშაული, რომელიც ყვავის საქართველოში არის პედოფილია. კვირა არ გავა შემზარავი ინფორმაცია არ გავრცელდეს, სადაც მსხვერპლები 5, 7, 9, 10, 11 წლის მცირეწლოვნები და მოზარდები არიან. აქაც, როგორც ფემიციდის შემთხვევაში, არაჯანსაღ ფსიქიკასთან გვაქვს საქმე. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ ძალიან მძიმე რეალობასთან იბრძოლოს, ბავშვებს ასწავლოს მინიმუმ მოძალადის ამოცნობა და სხვა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, ფსევდო ლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებთ. მსგავსი არაფრის მომცემი ინიციატივებით იფარება, რეალური პრობლემები, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებთ. სწორედ, ამიტომ არის ქართული ოცნების ხელისუფლება ვადაგასული, რომელიც ვერაფერს სასარგებლოს ვეღარ გვთავაზობს და აუცილებელია არჩევნების გზით შეიცვალოს.

აქვე დავამატებ, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ქართული ოცნების რომელიმე დემაგოგი დეპუტატი ამ ყველაფრის საპასუხოდ რას იტყვის, რადგან ეს ამ მძიმე მოცემულობას ვერ შეცვლის", - აღნიშნავს დეპუტატი.

ქეთევან თურაზაშვილმა საკუთარ გამოსვლაში საპენსიო სესხებზეც ისაუბრა.

„მეოთხე კვირა დაიწყო დაპირებიდან, რომ სამუშაო ჯგუფი შეიკრიბებოდა, მეოთხე ხუთშაბათი მოდის, რაც ნიშნავს, რომ პენსიონერებმა მორიგი ერთი თვის პენსია ისევ ვერ აიღეს სრულად. სამუშაო ჯგუფის შეკრების თარიღი ჩემთვის ჯერ ისევ არ არის ცნობილი. ასობით წერილს ვიღებ ყოველდღე პენსიონერებისგან, რომლებსაც აქვთ უამრავი კითხვა.აინტერესებთ კონკრეტულად ვისზე გავრცელდება პროცენტის დაწევა, როდიდან მოხდება ეს, კომუნიკაციის რა ფორმა იქნება საჭირო, იქნება ეს ინდივიდუალური თუ ერთიანი მიდგომით მოხდება და ამ ადამიანებს ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეთ. ასევე, მოსაფიქრებელია რას უპირებთ პენსიონერებს, ვისაც მოტყუებით ოვერდრაფტი აქვთ გაფორმებული და ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც თავის გამოსვლაში არაერთხელ დაგვეთანხმა, რომ პენსიონერების ინფორმირების კუთხით ოვერდრაფტის ნაწილშიც ნამდვილად აქვს ბანკს პრობლემა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია სამუშაო ჯგუფი შეიკრიბოს დროულად და ამ პრობლემების მოსაგვარებლად დაიწყოს ეფექტიანი პროცესი", - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა