საფრანგეთი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება

საფრანგეთი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩეხ კოლეგა, პეტრ პაველთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკრონის თქმით, უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შესყიდვაზე ჩეხეთის ინიციატივა “უკიდურესად სასარგებლოა, ჩვენ მხარს დავუჭერთ მას და მასში მონაწილეობას მივიღებთ.”

“ის იმაში მდგომარეობს, რომ საბრძოლო მასალა ყველგან ვეძებოთ, სადაც ისინი ხელმისაწვდომია და თავსებადია აღჭურვილობასთან, რომელიც გადავეცით [უკრაინას],” - განაცხადა მაკრონმა.

ჩეხეთის გეგმის დაფინანსებაზე საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ივარაუდა, რომ ეს შეიძლება იყოს “ორმხრივი მობილიზაცია, ეს შეიძლება იყოს მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა”.

“ასევე ეს შეიძლება იყოს ევროპული დაფინანსება, მშვიდობის ევროპული ფონდიდან დაფინანსება, რომელიც ნაწილობრივ შეიძლება მობილიზებულ იქნას ამ ინიციატივისთვის,” - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, აქამდე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე წინასწარი ვალდებულებები მიიღო კანადისგან, დანიისგან და რიგი ქვეყნებისგან, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მონაწილეობაზე საჯაროდ განაცხადა ნიდერლანდებმა, რომელმაც საარტილერიო ჭურვების შესყიდვისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო და ბელგიამ, რომელმაც 200 მილიანო ევრო გამოყო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია