თინა ხიდაშელი - საქართველოს არჩევნები, მსოფლიოში თითქმის ყველა საარჩევნო კალენდარში შეტანილია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირის არჩევნების გვერდით, რაც მიანიშნებს მის მნიშვნელობას

საქართველოს არჩევნები, მსოფლიოში თითქმის ყველა საარჩევნო კალენდარში შეტანილია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირის არჩევნების გვერდით, რაც თავისთავად მიანიშნებს მის მნიშვნელობას - არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი როდისმე თუ დადგება ქვეყანაში, ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა,- ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე” განუცხადა, სადაც განხილვის თემა საქართველოში 2024 წლის არჩევნებიც იქნება.

მისი თქმით, წლევანდელი არჩევნების მნიშვნელობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ უკვე საუბარია საქართველოზე, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაზე.

“საქართველოს არჩევნები, მსოფლიოში თითქმის ყველა საარჩევნო კალენდარში შეტანილია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირის არჩევნების გვერდით, რაც თავისთავად მიანიშნებს მის მნიშვნელობას. ამის მთავარი მიზეზი დასავლეთ ევროპისთვის ისაა, რომ საუბარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის არჩევნებზე. შესაბამისად, სტანდარტიც, დამოკიდებულება და მოლოდინი პრინციპულად განსხვავებულია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. თუ იმ მაგიდასთან უნდა დავსხდეთ, სადაც ევროკავშირი გადაწყვეტილებებს იღებს, რა თქმა უნდა, იმ მაგიდასთან მხოლოდ ლეგიტიმური ლიდერები უნდა იყვნენ. ამიტომ, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი როდისმე თუ დადგება ქვეყანაში, ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა.

მეორე საკითხია ის, რომ ევროკავშირმა 9 მოთხოვნაში არჩევნების დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში ჩატარების მოთხოვნა დაგვიყენა. სხვა რომ არაფერი ხდებოდეს, ეს ფაქტორი თავისთავად საკმარისი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნები პრინციპულად განსხვავებულად მნიშვნელოვნად გამოცხადებულიყო. ამას ემატება ის კონტექსტიც, რომ მოქმედი ხელისუფლება ამ არჩევნებზე მესამე რაუნდზე მიდის. ისევ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის იბრძოლებს. პუტინის, ლუკაშენკოს, ალიევის და ასეთი ლიდერების მსგავსად, რომლებიც მუდმივობაში არიან ხელისუფლებაში, ასეთი სუნი უდის ამ არჩევნებს და ეს ხიფათიც არსებობს, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა არჩევნებთან, არამედ ფორმალურ პროცედურასთან, რომელიც უნდა გაიმართოს. ორ კვირაში რუსეთშიც წავა 120 მლნ ადამიანი ხმის მისაცემად, მაგრამ არავინ უყურებს ამ პროცესს როგორც არჩევნებს”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს