საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ უფასო ონლაინ კურსებზე იწვევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ, უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობს იმ მიზნით, რომ ახალგაზრდები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ორი მოდულის მიხედვით - „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ მოამზადოს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ონლაინ კურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასის მოსწავლეებს. ასევე, 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი განმარტავს, აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსურველებს, თითოეული მოდულით, STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ორი დამატებითი საგნიდან, ერთ-ერთის არჩევა კი აბიტურიენტის პრიორიტეტზეა დამოკიდებული.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფასო ონლაინ კურსებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია ვებგვერდზე: https://abiturienti.gtu.ge/ მიმდინარე წლის 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, კურსებზე სწავლა კი 20 მარტიდან დაიწყება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება