ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ Taurus-ის რაკეტების შესახებ საუბრის გაჟონვის მიუხედავად, გერმანიასა და მოკავშირეებს შორის ნდობა მაღალია

Taurus-ის რაკეტების შესახებ საუბრის გაჟონვის მიუხედავად, გერმანიას მოკავშირეები კვლავ ენდობიან, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„მტკიცედ მჯერა, რომ გერმანიას, მის მოკავშირეებსა და მეგობრებს შორის ნდობა იმდენად დიდია, რომ მომხდარი გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა შოლცმა.

გერმანული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ოფიცრების საუბრის გაჟონვის შესახებ ოლაფ შოლცი 13 მარტს ბუნდესთაგში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

შეგახსენებთ, გასულ პარასკევს, რუსულმა მედიამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც გერმანელი ოფიცრები უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესახებ საუბრობენ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს