ლევან ხაბეიშვილი - თურქეთში ფაქტებით ვნახეთ, რომ პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში - ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა გაძვირებული პროდუქტებია

თურქეთში ფაქტებით ვნახეთ, რომ პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე თურქეთის მოქალაქე და თურქეთის მოქალაქეს მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს - ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა გაძვირებული პროდუქტებია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა „ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებისთვის“, რათა „კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“.

„ჩვენ ფაქტებით ვნახეთ, რომ ორჯერ უფრო იაფია პროდუქცია თურქეთში, ვიდრე საქართველოში და საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე თურქეთის მოქალაქე. თურქეთის მოქალაქეს მინიმუმ ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს, თუმცა პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელიც ახლა ჩვენ ვიყიდეთ - კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი და სხვადასხვა პროდუქტები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა არის გაზრდილი ფასი პროდუქტებზე, რადგან ყოველდღიურად უწევთ ამასთან შეხება. 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა შევცვალოთ ივანიშვილი, ივანიშვილის ხელისუფლება და შესაბამისად, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის