ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება

ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება.

აღნიშნულის შესახებ ყიფიანი „ფეისბუქზე“ წერს.

„მინდა გითხრათ, რომ საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ და არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება. დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებისთვის”, - წერს ზვიად ყიფიანი.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად ყიფიანი ზურაბ აზარაშვილის შემცვლელად განიხილება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს