სოფო ჯაფარიძე - საზოგადოებას სურვილი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უპირობოდ გათავისუფლებული

დღეს თბილისში უკვე მესამე ლოკაციაზე ვიმყოფები და ყველგან არის ადამიანების რიგები, რომლებიც პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ერთად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა დასავლურ რელსებზე“.

„ხელმოწერების კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ახლაც უპრეცედენტო აქტივობაა, ამაზე არა ერთხელ ვისაუბრე. ყველგან, სადაც ჩავდივართ არის მსგავსი მდგომარეობა, არის რიგები. დღეს უკვე მესამე ლოკაციაზე ვიმყოფები და ყველგან არის ასეთი მდგომარეობა. ადამიანები დგანან რიგებში, რომ ხელი მოაწერონ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და მართლაც ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი აქტივობაა, ასეთი სურვილი აქვს ჩვენს საზოგადოებას, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყოს უპირობოდ გათავისუფლებული. ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ერთად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა დასავლურ რელსებზე და დაჩქარებული წესით საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი გავხადოთ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა