ირაკლი ზარქუა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე - გაყურსულები არიან ხელმოცარულები, პრობლემას თვალს ვერ უსწორებენ - ხმა რომ ამოიღონ, დაფინანსება შეუწყდებათ

უმცირესობათა უფლებებს ჩვენ ვიცავთ, მაგრამ სულ სხვაა ლგბტ პროპაგანდა და ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენს ბავშვებს არ გავწირავთ იმისთვის, რომ გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც არეული აქვთ გზა და კვალი, იმიტომ, რომ დაფინანსება მიიღონ, თაობებს თავისი აზრები თავს მოახვიონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხმას არ იღებენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსება შეუწყდებათ.

ზარქუას განცხადებით, "ხელმოცარულები - "ნაცები", "ნეონაცები", "ახალი ნაცები" ყველაფერს აკეთებენ ოღონდ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიიღონ და კომენტარსაც კი არ აკეთებენ".

"ჩუმად არიან, გაყურსულები არიან ეს ხელმოცარულები, პრობლემას თვალს ვერ უსწორებენ, იმიტომ, რომ შემდეგ დაფინანსება შეუწყდებათ. როგორც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რომელიმე რადიკალი ოპოზიციონერი ხმას ამოიღებს, მაშინვე ისინი ამორიცხული იქნებიან იმ დაფინანსების წყაროებიდან, რაც მათ აქვთ, ამიტომ ხდება პოზიციების შეჯერება, როდის რა დაიწყონ. მე მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, ეს ხელმოცარულები ემზადებიან მორიგი რევანშისთვის, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, მიმდინარე პერიოდში. მიზეზს უამრავს მოგიძებნიან, მთავარი ერთი რამ ვიცით - მათი ამოცანა და მიზანი იქნება ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, ჩვენი ძალოვანი სისტემები, მთავრობა, შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ უკვე მარტივია "მეორე ფრონტის" გახსნაც და მერე მარტივია, რომ ჩვეულებრივად ომში შეიყვანონ ჩვენი ქვეყანა, ამის შემდეგ უკვე მარტივად დაემორჩილონ სხვისი ბრძანების - უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას. ეს მცდელობა არა ერთხელ ჰქონიათ, ჩვენ აღვკვეთეთ," - განაცხადა ზარქუამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს