ანალენა ბერბოკი - მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა რომის პაპი - ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი?

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, უკრაინამ თეთრი დროშის აწევისა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის გამბედაობა უნდა გამოიჩინოს.

„მართლა მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა. არ მესმის", - აღნიშნა ბერბოკმა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ომზე საუბრისას გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ საკუთარი თვალით დანახვით შეიძლება.

"ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ", - დასძინა მან.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა დადგეს უკრაინელი ხალხის მხარეს და გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინამ თავი დაიცვას.

„თუნდაც მცირედი შანსი რომ ყოფილიყო რუსეთის რეჟიმის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოვლენის, მაშინ მთელი მსოფლიო მზად იქნებოდა ამისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღიურად საპირისპიროს ვხედავთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა