მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი ეწყობა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ცენტრალურ ქსელს აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე პროექტი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის აგარაკებზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, რომელიც წლების განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარდა იმისა, რომ არ არსებობდა კომუნიკაციები, არ იყო არც საგზაო ინფრასტრუქტურა და აქედან გამომდინარე, ვერ გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ პროექტის განხორციელება 2018 წელს დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, 1000-მდე ოჯახი უკვე დაერთებულია ქსელზე. დღეს სამუშაოები ნეკრესის ქუჩაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, გლდანის რაიონის გამგეობა ორ დამატებით ქუჩაზე მუშაობს. სამუშაოები ზაფხულში უნდა დასრულდეს და ამ პროექტის ფარგლებში ქსელზე 400 ოჯახი დაერთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოები ამჟამად ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გლდანის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარს მოაწყობს.

მათივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის პარალელურად, იმავე დასახლებაში, კერძოდ, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე წყალარინების ქსელს აწყობს გლდანის გამგეობაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყობა.

მერთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი აქამდე ვარდისუბნის, 26 მაისის, იაკობის, გრემის, გამარჯვების, გურიის აღმართის, სამეგრელოს, ზნაკვის, საზანოსა და ჟვანიას ქუჩებზე მოეწყო, ასევე დაიგო ასფალტის საფარი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია