სანდრო რაქვიაშვილი - არავინ გადმოგვცემს ადეიშვილის იმიტომ, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი სასამართლოს პატივს არ სცემს და ევროპელები ხომ მით უმეტეს

არავინ არ გადმოგვცემს, მგონი, ადეიშვილის იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც კი, მოსახლეობის დიდი ნაწილი პატივს არ სცემს ჩვენს სასამართლოს და ევროპელები ხომ მით უმეტეს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემას რეპუტაცია არ გააჩნია.

„ძალიან სწორად იქცევიან [ევროპელები], იმიტომ რომ ჩვენ შევქმენით ის ამბავი, რომ ჩვენ სასამართლოს არ აქვს რეპუტაცია. ჩვენ რომ იმისი ვყოფილიყავით, ეს პრობლემა უბრალოდ არ გაჩნდებოდა. ჩვენ მიერ ბრალდებულ ადამიანს უბრალოდ ჩვენვე გადმოგცემდნენ, მაგრამ არ ვართ ის ქვეყანა, სადაც სასამართლოს რეპუტაცია გააჩნია და ეს შედეგია ამ ყველაფრის”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია