საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესი 2022-2023 წლის განმავლობაში, 17 394-მა პირმა დაარღვია

საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესი 2022-2023 წლის განმავლობაში, ჯამში, 17 394-მა პირმა დაარღვია.

აქედან 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ყოფნისა და ტრანზიტით მგზავრობის წესი 7937-მა პირმა დაარღვია, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით კი, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 9 457 შეადგინა.

ამასთან, ორი წლის განმავლობაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 180-ლარიანი ჯარიმა, რომელიც განსაზღვრულია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენისთვის კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, 6250 ადამიანს დაეკისრა, 3665-ს მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში. ხოლო, 360-ლარიანი ჯარიმა, რომელიც განსაზღვრულია იმ პირთათვის, რომლებიც საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვეზე მეტ ხანს დაყოვნდნენ ქვეყანაში, ორი წლის განმავლობაში 11 144 ადამიანს დაეკისრა, აქედან 5792-ს მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ უცხოელი, რომელსაც ამოეწურა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა და ნებაყოფლობით ტოვებს ქვეყანას, ვალდებულია, საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა (ჯარიმის ოდენობა კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვის განმავლობაში არის 180 ლარი, ხოლო 3 თვეზე მეტხანს ყოფნისას – 360 ლარი). ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უცხოელზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და მას უარი ეთქმება საქართველოში შემოსვლაზე, ვიდრე იგი არ გადაიხდის აღნიშნულ ჯარიმას. უცხოელს, რომლის მიმართაც განხორციელდა გაძევების იძულებით აღსრულება, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, აეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება