თბილისის საკრებულოს დეპუტატი - სამტრედიის ქუჩაზე აფეთქების გამო კორპუსის დაზიანების ხარისხი მძიმეა - სასტუმროებში 53 ადამიანია გაყვანილი

თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გივი ჩხარტიშვილის განცხადებით, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც წუხელ აფეთქება მოხდა, სხვადასხვა სასტუმროში 53 ადამიანია გაყვანილი.

როგორც ჩხარტიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მომხდარის შედეგად დაზიანებულია მიმდებარე კორპუსებიც, თუმცა იქიდან ადამიანების გაყვანის საჭიროება არაა.

დეპუტატი ამბობს, რომ ფართი, სადაც აფეთქება ამოხდა კომერციული იყო, თუმცა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მუშაობენ ექსპერტები. მოსახლეობა, ვისაც თავშესაფარი არ ჰქონდა, გადაყვანილია სხვადასხვა სასტუმროში. დაზიანების ხარისხი მძიმეა. დაზიანება არის რამდენიმე კორპუსში, ჩამსხვრეულია მინები და აღნიშნულ მოქალაქეებსაც არ დავტოვებთ უყურადღებოდა. პროცესი მიმდინარეობს, ჩემი ინფორმაციით, 53 ადამიანია გაყვანილი სხვადასხვა სასტუმროში. კომერციული ფართია და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც“,- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება გვიან ღამით მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს