ისრაელის განცხადებით, რაფაჰიდან 1.4 მილიონი დევნილის ჰუმანიტარულ ანკლავებში გადაყვანას გეგმავს

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ რაფაჰიდან, იქ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის ფონზე, 1.4 მილიონი იძულებით გადაადგილებული პალესტინელის „ჰუმანიტარულ ანკლავებში“ გადაყვანას გეგმავს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

მისი თქმით, რაფაჰში შეტევა არის ის, რაც ისრაელმა უნდა გააკეთოს, მაგრამ ამ შეტევის დრო დამოკიდებულია პირობებზე, რომლებიც ამ შეტევის საშუალებას იძლევა.

„რა პირობებია? უნდა დავრწმუნდეთ, რომ 1.4 მილიონი ადამიანი გადავა ჰუმანიტარულ ანკლავებში, რომლებსაც ჩვენ შევქმნით საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. ისინი უზრუნველყოფენ მათ დროებით საცხოვრებელს, საკვებს, წყალს, საველე ჰოსპიტლებს. ვაძლიერებთ მზადყოფნას. დროის ხსენება არ მინდა. ეს იქნება საუკეთესო დრო ისრაელისთვის“, - განაცხადა ჰაგარიმ.

ცნობისთვის, ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან და ცენტრალური ნაწილიდან საომარი მოქმედებების გამო გაქცეული ადამიანები, ანკლავის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ამჟამად თავს სწორედ რაფაჰს აფარებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა